Thursday, December 13, 2012

მთავარი


შოკოლადის ისტორია



კაკაოს ხე ყველაზე გავრცელებულია ამერიკაში. ეს ხე და მისი ნაყოფი ევროპაში შემოტანილ იქნა მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს ამერიკა. კაკაო თავდაპირველად ჩამოიტანეს ესპანეთში.
ამერიკის და მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები და მაიას ტომის ხალხი გამოიყენებდნენ ამ ნაყოფს და ამზადებდნენ კაკაოს ნაყოფისგან შოკოლადს. მაიას ტომში კაკაოს ხეს რგავდნენ სახლთან ახლოს და გამოიყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში თხევადი სახით, ანუ როგორც ყავას (ჩვ.წ.აღ-მდე 400 წელს)

ევროპაში შოკოლადი გავრცელდა ესპანეთიდან და 1600 წლებისთვის კაკაომ მოიპოვა პოპულარობა, სიყვარული; ზიზღი და ეშმაკის სასმელად წოდება მხოლოდ იმის გამო რომ კაკაო ისევე როგორც ყავა, შეიცავს კოფეინს, რაც იწვევს შეჩვევას მცირედი რაოდენობით

შოკოლადის წინააღმდეგი იყო დიდი ხნის მანძილზე - ეკლესია, თუმცა ამბობენ �ეს იქამდე სანამ თავად მღვდელმთავრებიც არ მოინუსხებოდნენ მისი გემოთი�

შოკოლადის, ანუ კაკაოს მარცვალის ნატურალური გემო არის მწარე
მექსიკაში მას დაუმატეს ვანილი
ევროპაში შოკოლადს დაუმატეს რძე და შაქარი, და დღესაც ამგვარი სახით წარმოებს

ერთერთი პირველი იყო ვინმე შვედი - დენიელ პიტერი - სანთლის მაღაზიის მეპატრონე, რომელმაც 1867 წელს დაიწყო შოკოლადის წარმოება და წყალი შეანაცვლა რძით, ამით ბავშვების გულიც მოიგო და ბავშვთა კვების პროდუქტთა მწარმოებელმა შეისყიდა რძიანი შოკოლადის რეცეპტი, ამ კაცს ერქვა - Henri Nestlé

No comments:

Post a Comment