1995 წლის 11 ივლისს საფრანგეთმა ძალიან ლამაზი ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და იქიდან მოყოლებული ამ დღეს მსოფლიოს პროგრესული ნაწილი World Chocolate Day-ს ანუ შოკოლადის დღეს აღნიშნავს. გაეროს მიერ აღიარებული ამ ოფიციალური დღეასწაულის გარდა, კიდევ რამდენიმე შოკოლადის დღე არსებობს, მაგალითად: 4 სექტემბერი. ამერიკაში კი საერთაშორისო არ ეყოთ და ორი საკუთარ ნაციონალური შოკოლადის დღეც დაამატეს 7 ივლისსა და 28 ოქტომბერს.ამ მშვენიერი პროდუქტის ისტორია ასეთია:
ჩვენს
წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 წლის წინ მექსიკის ყურეში ოლმეკების
ცივილიზაცია წარმოიშვა. მათი კულტურიდან სამყაროს ბევრი ვერაფერი შემორჩა,
მაგრამ ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტყვა „კაკაო“ პირველად
სწორედ ოლმეკებთან გაისმა
ჩ.წ.აღ-მდე 1000 წლის წინ და დაახლოებით „კაკავა“-დ ჟღერდა. და მას მერე
საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებოდნენ ინდილეთა სხვადასხვა ცივილიზაციები
შოკოლადს - მაიას ტომების რწმენით ღმერთები რიტუალის დროს როგორც წმინდა
სასმელს ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ, აცტეკები კი კაკაოს მარცვლებს საერთოდ ღვთიურ საკვებად მიიჩნევდნენ ...
No comments:
Post a Comment